საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ საავტორო ტელეგადაცემა „სხვა უკრაინაში“ ისაუბრა და დასძინა,რომ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
„ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე ის არის, რომ 2010-2014 წლებში, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბოგდანი“ ოფიციალურად (ეს დოკუმენტებშია მოყვანილი), თავისი პროდუქციის ექსპორტს ახდენდა ოკუპირებულ აფხაზეთში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ასეთ ქმედებას „ არალეგალური, ამორალური და ანტიქართული“ უწოდა.