უკვე მეორე დღეა, კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბარბანკის დასახლებული რაიონებისკენ მიიწევს, რის გამოც ახლომდებარე დასახლებებიდან რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. ცეცხლის ლოკალიზებას ათობით სახანძრო ჯგუფი ავიაციის დახმარებით ცდილობს.