იტალია მიგრანტებისთვის პორტების ჩაკეტვას გეგმავს. ამისთვის მთავრობა დამატებით 12 ათასი პოლიციელის გამოყოფას აპირებს. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, არალეგალების რიცხვის კატატსროფული ზრდის გამო ქვეყანაში სამიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდება. ევროკავშირში იტალიის წარმომადგენლის, მაურიციო მასარის განმარტებით, ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ პრობლემასთან გასამკლავებლად იტალიას სხვა ქვეყნების დახმარებაც დასჭრდება. იტალიელი მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პორტებში აღარ მიიღოს ის გემები, რომლებიც იტალიის დროშს ქვეშ არ ცურავენ ან არ ირიცხებიან ევროკავშირის მისიებში. 2017 წლის დასაწყისიდან იტალიაში 73 ათასი მიგრანტი შევიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 14 პროცენტით აღემატება.