უცნობი პირი ბრაზილიის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილოდბდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქში მდებარე რეზიდენციაში შესასვლელ კარს ავტომობილი დაეჯახა. დაცვის წევრებმა ცეცხლი გახსნეს. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარი თავდასხმის მცდელობად შეფასდა. ინციდენტი მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე მოხდა. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა პრეზიდენტს ბრალი წაუყენონ. ქვეყნის მეთაურს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი, ხორც-პროდუქტებთან დაკავშირებულ სკანდალშია გახვეული. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნისგან დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.