შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ისლამური რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე ახალი წესები შემოიღო. ცვლილებები ექვს სახელმწიფოს ეხება. ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები აშშ ვიზის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრა ან ახლო ნათესავების მონახულება იქნება. ახალი რეგულაციების თანახმად, ბებიები, ბაბუები, შვილიშვილები , დეიდები და ბიძები ახლო ნათესავებში არ ითვლებიან.