ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2018 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა 22-23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. რუსეთის სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაუწესდა.