ერაყის სამთავრობო ძალებმა ისლამისტებისგან მოსულის კიდევ ერთი რაიონი გაწმინდეს. დღეს დილით მათ კონტროლს ალ-მაშაჰდას კვარტალი დაექვემდებარა. გუშინ კი არმიის შენაერთებმა ალ-ფარუკის რაიონი დაიკავეს. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის არმია, ქურთული რაზმები და კოალიციის ავიაციაა ჩართული.