კრემლი თეთრი სახლის განცხადებას ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გაეცნო, თუმცა გაურკვეველია, რის საფუძველზე აკეთებს ვაშინგტონი მსგავს განცხადებებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, თეთრი სახლის განცხადებას გავეცანით, თუმცა არანაირი საფუძველი მსგავსი განცხადებების კეთების ვაშინგტონს არ აქვს. რუსული მხარე ასეთ ფორმულირებას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება,“-აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სირიის მოქმედი რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს.