"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებამ თავისი მეომრებისთვის "სამოთხის პასპორტების" დარიგება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი პასპორტი სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციისას იპოვნეს. პასპორტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და მასზე ყურანიდან ციტატებია დაბეჭდილი. პასპორტის მფლობელებს ისლამისტები სუიციდური ტერაქტების მოწყობისკენ მოუწოდებენ, რის შემდეგაც ისინი "სამოთხეში" მოხვდებიან.