კლიმატური ზონების ცვლილება და გლობალური დათბობა ევროპას არამხოლოდ გაუსაძლისი სიცხით, არამედ ტროპიკული დაავადებებითაც ემუქრება. შესაბამის დასკვნამდე სტოკჰოლმელი მეცნიერები მივიდნენ. მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, ყველაზე დიდ საფრთხეს ევროპელებს ჩიკუნგუნიას ვირუსი შეუქმნის, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა იტალიასა და საფრანგეთში.