სალვადორ დალის ნეშტს ექსჰუმაციას ჩაუტარებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდის სასამართლომ ჟირონის მცხოვრების, პილარ აბელ მარტინესის მოთხოვნით მიიღო, რომელიც ირწმუნება, რომ დალი მისი მამა იყო.
„სიმართლის დასადგენად ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. სამწუხაროდ არანაირი ბიოლოგიური მასალა ან პირადი ნივთი, რომელიც ექსპერტიზისთვის გამოდგება, არ არსებობს,“-ნათქვამია სასამართლო დასკვნაში.
ესპანელი ფერმწერი, რეჟისორი და მწერალი სალვადორ დალი 1989 წლის 23 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქალაქ ფიგერასის თეტრ-მუზეუმში დაკრძალეს.