თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. გერმანიის სპეცსამსახურები ასევე შიშობენ, რომ ერდოღანის გერმანიაში ჩასვლამ შესაძლოა მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. რამდენიმე დღის წინ, აშშ ოპროკურატურამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრებზე დაკავების ორდერი გასცა. საუბარია ინციდენტზე, რომელიც მაისში ვაშინგტონში ერდოღანის ვიზიტის დროს მოხდა. თურქეთის საელჩოს შენობის წინ ერდოღანის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის დაცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.