აშშ სამთავრობო ვებ-გვერდები კიბერთავდასხმების ობიექტი გახდა. ოჰაიოს შტატის გუბერატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაჯგუფება“ ისლამური სახელმწიფოს „ მიმართვა გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ამერიკელი ხალხი ისლამურ რესპუბლიკებში სისხლისღვრაზეა პასუხისმგებელი. ციტატას ასრულებს ფრაზა „ მე მიყვარს „ ისლამური სახელმწიფო.“ „ნიუ ორკ თაიმსის“ ცნობით, კიბერთავდასხმის ობიექტი ნიუ ორკის შტატის სამთავრობო ვებ გვერდებიც გახდა.