სტამბოლის პოლიციამ ლგბტ-ის არასანქცირებული აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ტაქსიმის მოედანზე აქციის მონაწილეთა რიცხვს სამართალდამცველთა რაოდენობამ გადააჭარბა. რამდენიმე ასეული დემონსტრანტის წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტიც დააპატიმრა. თურქეთში ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალული არ არის, თუმცა ჰომოფობიური განწყობა მოსახლეობაში დიდია.