მორიგი თავდასხმა ავღანეთში. თალიბების სამიზნე ამჯერად გერათის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახდა. ჩიშტი-შარიფის საგოშაგოს რადიკალები თავს გამთენიისას დაესხნენ და 10-მდე პოლიციელი მოკლეს. არიან დაშავებულებიც. თავდამსხმელებმა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცეს.