ლონდონში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მამაკაცი დაშავდა.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 10 სახანძრო მანქანა და 72 მეხანძრე იყო მობილიზებული.
14 ივნისს „გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რასაც სულ მცირე 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლონდონში შენობების უსაფრთხოების შემოწმება დაიწყეს.