თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეჩეთში, დილის ლოცვის დროს, გული წაუვიდა. Hurriyet-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი თავს უკვე კარგად გრძნობს.
"ცუდად წნევის გამო გავხდი, რომელიც დიაბეტთანაა დაკავშირებული. ახლა კარგად ვარ", - განაცხადა ერდოღანმა.
ექიმების მისვლამდე მას დახმარება დაცვის წევრებმა გაუწიეს. ჟურნალისტებს მეჩეთთან არ უშვებდნენ. პრეზიდენტმა ინტერვიუ ლოცვის დასრულების შემდეგ მისცა.