12 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშაჰდას კვარტალში ლტოლვილების სიახლოვეს აიფეთქა, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაციას ერაყის არმია წელიწადზე მეტია, ატარებს. სახელისუფლო ძალები ქალაქის ისტორიულ ნაწილში შევიდნენ. მათ რამდენიმე დერეფანი შექმნა შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მცხოვრებლები ქალაქს ტოვებენ.