კოლუმბიურმა დაჯგუფება „ეროვნულ-გამათავისუფლებელმა არმიამ“ ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი ტყვეობიდან გაათავისუფლა. 62 წლის რეპორტიორი დერკ ბოლტი და 58 წლის ოპერატორი ეუგენიო ფოლენდერი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გადასცეს. უახლოეს ხანებში მათ სამშობლოში დააბრუნებენ.