მსახიობმა ჯონი დეპმა ტრამპზე უკბილო ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა.
„მინდა ბოდიში მოვიხადო ცუდი ხუმრობისთვის. უბრალოდ, ხალხის გამხიარულება მინდოდა, თუმცა ვაღიარებ, რომ ცუდად გამომივიდა,“-განაცხადა მსახიობმა.
ინციდენტი გლასტონბერის ფესტივალზე მოხდა. როდესაც დეპის კითხვა ტრამპის შესახებ დაუსვეს, მსახიობმა უპასუხა: „შემახსენეთ, როდის მოკლა ბოლოს მსახიობმა პრეზიდენტი?“