არაბული კოალიციის მიერ დოჰასთვის წაყენებული მოთხოვნები მიუღებელი და შეუსრულებადია. ამის შესახებ ყატარის მთავრობის პრეს-მდივანმა განაცხადა.
„მათი მოთხოვნების შინაარსმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მათ მიერ გამოცხადებულ არალეგალურ ბლოკადას საერთო არაფერი აქვს ტერორიზმთან ბრძოლასთან. მათ ყატარის სუვერენიტეტის ხელწოფა და შვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევა სურთ,“-აღნიშნა შეიჰ საიფ ალ-თანიმ.
მანამდე არაბულმა ქვეყნებმა ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ დოჰას რამდენიმე პირობის შესრულება, მათ შორის, ირანთან კავშირის შეწყვეტა, თურქული ბაზისა და ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ დახურვა მოსთხოვეს.
5 ივნისს რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.