საუდის არაბეთში სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი მექაში ალ-ჰარამის მეჩეთის აფეთქებას გეგმავდა. შენობა, რომელშიდაც ტერორისტი იმყოფებოდა, პოლიციელებმა ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მან თავი აიფეთქა. შედეგად, შენობა ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან.