პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ კვეტაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 გარდაცვლილის შესახებ.