ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ციხეში ამერიკელი სტუდენტის, ოტო უომბირის წამების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ფხენიანი ირწმუნება, რომ მსჯავრდებულს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ეპყრობოდნენ და სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. 22 წლის სტუდენტი, რომელსაც პლაკატის მოპარვისთვის 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშობლოში კომაში მყოფი დააბრუნეს. ის გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ფხენიანის მტკიცებით, სტუდენტს ბოტულიზმი დაემართა, გარდაცვლილის მშობლები კი აცხადებენ, რომ მათი შვილის დაღუპვის მიზეზი ციხეში არაადამიანური მოპყრობა გახდა.