პაკისტანის ქალაქ კეტაში აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა, რომელთაგანაც ოთხი პოლიციელია. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომობილში საგუშაგო-გამშვებ პუნქტთან აიფეთქა. დაშავებულია 15 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.