ბრექსიტი და ანტირუსული სანქციები ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშრის ორდღიანი სამიტის მთავარი თემებია. უმაღლესი დონის შეხვედრა გუშინ დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ბრექსიტს, ბრიუსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პირველად უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ჩავიდა. ევროკავშრიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ რთული მოლაპარაკებების ფონზე ტერეზა მეიმ ევროკავშრის იმ მოქალაქეებს, ვინც ბრიტანეთში მინიმუმ 5 წელიწადი ცხოვრობს, ქვეყენაში დარჩენა შესთავაზა, თუმცა იმ პირობით, თუ იმავე უფლებებით ევროკავშირის ქვეყნებში ბრიტანეთის მოქალაქეებიც ისარგებლებენ. სამიტზე განსახილველ საკითხთა შორის თავდაცვა, უსაფრთხოება და საიმიგრაციო კრიზისიცაა.