სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პან კინ ხეს მეგობარსა და პირად მრჩეველს, ჩხვე სუნ სილს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდეს. როგორც ძიებით გაირკვა, სუნ სილი პრეზიდენტთან მეგობრობით სარგებლობდა და მსხვილი კომპანიებისგან სოლიდურ ქრთამს იღებდა. კორუფციული სკანდალის გამო პან კინ ხეს ჯერ იმპიჩმენტი მოუწყვეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.