აშშ ყოფილი დიპლომატი კევინ მელორი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს. როგორც ძიებით გაირკვა, 60 წლის დიპლომატმა შანჰაიში ვიზიტისას ჩინელ აგენტებს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. ჩიკაგოს აეროპორტში დაკავებულ მელორს 16 500 დოლარის ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა, რომლის წარმომავლებაც ვერ ახსნა.