ოსკაროსანმა მსახიობმა დენიელ დე-ლუისმა კინოდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC იტყობინება. მსახიობის აგენტის განცხადებით, ეს დენიელ დე-ლუისის პირადი გადაწყვეტილებაა. მსახიობი მადლობას უხდის თაყვანისმცემლებს და ყველას, ვისთან ერთადაც წლების მანძილზე თანამშრომლობდა. 60 წლის დენიელ დე-ლუისს სამჯერ აქვს მიღებული ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ნიუ-იორკის ბანდებმა“ და "უკანასკნელმა მოჰიკანმა" მოუტანა.