სამგზის ოსკაროსანმა ბრიტანელმა მსახიობმა დანიელ დეი ლუისმა სამსახიობო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლესლი დარტმა გააცნო.
„დანიელ დეი ლუისი აღარ გააგრძელებს სამსახიობო კარიერას. ის მადლობას უხდის თავის ერთგულ მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად მოუწია მუშაობა“, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დარტის თქმით, 60 წლის მსახიობმა თავად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის შესახებ სხვა კომენტარს აღარ გააკეთებს.
დანიელ დეი ლუისი „ოსკარების“ ისტორიაში ერთადერთი მსახიობია, რომელმაც სამჯერ მიიღო ოსკარი მამაკაცი საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმებისთვის „ ჩემი მარცხენა ფეხი“, „და იქნება სისხლი“, „ლინკოლნი“.