ცნობილი რეპერი ალბერტ ჯონსონი, იგივე Prodigy 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში მწვავე ენემიით გადაიყვანეს. Prodigy-მ 90-იან წლებში რეპერ Havoc-თან ერთად დუეტი Mobb Deep შექმნა. განსაკუთრებული პოპულარობა დუეტს კომპოზიციებმა Quiet Storm და Shook Ones მოუტანა.