ქერი ფიშერს სისხლში 3 ნარკორიკული ნივთიერების კვალი აღმოუჩინეს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ვარიეთი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს კოკაინი, ჰეროინი და მეტამფეტამინი ჰქონდა მიღებული. ქერი ფიშერმა გასული წლის 23 დეკემბერს ლონდონში გულის შეტევა მიიღო. 27 დეკემბერს მსახიობი ლოს-ანჯელესში, რონალდ რეიგანის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.