თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება და 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
კლასიკური, პანტომიმის ჟანრის წარმოდგენების გარდა, სტუმრები თანამედროვე პერფორმანსებს დაესწრებიან და პლასტიკის, ქორეოგრაფიისა და მოძრაობის ნაზავს იხილავენ. ქართველ მსახიობებთან ერთად, სცენას უცხოელი სტუმრები დაიკავებენ. საქართველოს პირველად ესტუმრებიან ესპანეთის თეატრის “colectivo lamajara”-ს მსახიობები. ბარსელონელი არტისტები სპექტაკლს ფესტივალის მიწურულს გამართავენ და თანამედროვე, ევროპულ დადგმას წარმოადგენენ.
დღესვე, ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება - შალიკაშვილის თეატრის მუსიკალური ბენდი; - შალიკაშვილის თეატრის პერფომანსი; - ანუკა მურვანიძის შოუ (bodyart) პანტომიმის თეატრის მსახიობებთან და მოდელებთან ერთად; - Cantsleep - ელესტრონული მუსიკის ღამე. მონაწილეობენ, ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის არტისტები.