მოსკოვში 88 წლის ასაკში ლეგენტარული მსახიობი ალექსეი ბატალოვი გარდაიცვალა. ბოლო 2 თვის განმავლობაში მსახიობი ფეხის ტრავმით საავადმყოფოში იმყოფებოდა. ბატალოვის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „მოსკოვს ცრემლების არ სჯერაში“ შესრულებულმა გოშას როლმა მოუტანა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას 40-მდე ფილმში აქვს ნათამაშევი.