ფიფას პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი მექსიკა-არგენტინის და გერმანია-ინგლისის მერვედფინალურ მატჩებში, მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ზეპ ბლატერმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცის ფრენკ ლამპარდის მიერ გერმანიის ნაკრებში გატანილი გოლის არჩათვლის გამო ბოდიში მოუხადა. ბლატერმა ასევე მწუხარება გამოთქვა მსაჯის შეცდომის გამო, რომელმაც არგენტინელი კარლოს ტევესის მიერ მექსიკის კარში გატანილი გოლი ჩათვალა და არსებული თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა.
ბლატერმა ფეხბურთში ვიდეო-რეფერის ინსტიტუტის შემოღებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ფიფა ივლისის თვეში, საფეხბურთო მუნდიალის დასრულების შემდეგ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მევედფინალში გერმანიამ ინგლისის ნაკრებს 4-1 მოუგო, ხოლო არგენტინამ მექსიკა დაამარცხა, ანგარიშით 3-1.