ყველაზე მეტი სიმსუქნით დაავადებული ბავშვი ჩინეთში ცხოვრობს. კვლევის შედეგებს ვაშინგტონის უნივერსიტეტი აქვეყნებს. დასკვნის თანახმად, სიმსუქნის პრობლემა ჩინეთში 15 მილიონზე მეტ ბავშვს აქვს. მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც სიმსუქნის დაავადებით 14 მილიონი ბავშვი აღირიცხება.