დონბასში კონფლიქტი გრძელდება და მისი დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. ამის შესახებ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან დღემდე 10 090 ადამიანია დაღუპული. მათგან 2777 მშვიდობიანი მცხოვრებია.