ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. ფხენიანს ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯოზეფ დუგლას ტოინეგას და პირადი დაცვის წევრებთან ერთად ეწვია. აეროპორტში სპორტსმენს ჩრდილოეთ კორეის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრი დახვდა. ვიზიტის ხანგრძლივობასა და მიზნებზე ცნობილი ჯერჯერობით არაფერია. ეს ფხენიანში როდმანის მე-5 ვიზიტია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სპოტრსმენი ჩრდილოეთ კორეაში კერძო პირის სტატუსით აწყობს ვიზიტებს და ვაშინგტონს მასტან კავშირი არ აქვს. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. აშს-ს ინტერესებს ჩრდილოეთ კორეაში შვედეთის საელჩო იცავს. კიმ ჩენ ინი აშშ-ს ქვეყნის მტავარ ტრად მოიხსენიებს, თუმცა ამერიკელებს ქვეყანაში ტურისტის სტატუსით ჩასვლას არ უკრძალავს.