„ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოანა როულინგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მწერალ ქალად დაასახელეს. ყოველწლიური რეიტინგი ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა. სოლიდური შემოსავალი როულინგს მის მიერ გამოცემულმა წიგნებმა, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა და სერიალებმა მოუტანა. გასულ წელს მან 19 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მაღალანაზრაურებადი მწერლების სიაში წელს პირველად მოხვდა პოლ ჰოკინსკი („გოგონა მატარებელში“). ქალტა შორის მეორე და მესამე პოზიციებს ნორა რობერტსი და დანიელა სტილი ინაწილებენ. 17 კაციან სიაში წელს ვერ მოხვდნენ სტეფანი პლამი, სიუზენ კოლინზი და გილიან ფლინი.