იაპონიაში გაუსაძლისი სიცხეა. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ადგილობრივ კლინიკებში 950-ზე მეტი ადამიანი მოხვდა. მათი უმრავლესობა საავადმყოფოებში მზის დარტყმით მიიყვანეს, ნაწილს კი ჰაერის უკმარისობა აღენიშნება. სინოპტიკოსთა ვარაუდით, ტემპერატურის ცვლილება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.