ქურთული რაზმები რაქას ისტორიულ რაიონს უახლოვდებიან. ამის შესახებ სირიის დემოკრატიული ძალების სამეთაურო საბჭო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქურთებმა ალ-სანაას რაიონი უკვე დაიკავეს და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიიწევენ. რაქა ისლამისტთა კონტროლქვეშ 2014 წლიდან იმყოფება. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ ხალიფატი 3 წლის წინ სწორედ რაქაში გამოაცხადა.