ვაშინგტონი მოსკოვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა გააკეთა. რუსეთის ხელისუფლებას ნავალნისა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროკავშირმაც. ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს. მას ბრალად მიტინგების ჩატარების შესახებ კანონის დარღვევა და არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოწოდება დასდეს. სასამართლომ ნავალნის ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.