უკრაინის ტერიტორიაზე გეორგიევსკის ბაფთების დამზადება და პროპაგნადა აიკრძალა. შესაბამის კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა.
კანონის დამრღვევები 850-დან 2250 ათას გრივნამდე თანხით დაჯარიმდებიან. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5,1 ათას გრივნამდე გაიზრდება. კანონდამრღვევს შესაძლოა 15-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯონ.