პაკისტანში, სოციალური ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო მამაკაცს სიკვდილით დასჯიან. ფეისბუქში ტაიმორ რაზამ ღვთისმგმობი პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც ის პაკისტანის პოლიციამ დააკავა და სასჯელად სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა.
პაკისტანის მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს სოციალური ქსელის სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან.
პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა. კომპანია ფეისბუქს აღნიშულ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა "გაუპატიურების" ტოლფასია.