ნახიჩევანში აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამოცდილების გაცვლა და ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. წვრთნები 16 ივნისს დასრულდება.