ლონდონის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია ბარკინგის რაიონში გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებული 19 წლის ახალგაზრდაა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ 6 პირი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.