იტალიის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ეგზიტპოლის მონაცემებით, პარტია მეორე ტურში ვერ გადავიდა. ადმინისტრაციული არჩევნები იტალიის ათასამდე კომუნასა და ქალაქში ჩატარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები საოლქო ადმინისტრაციის დეპუტატებს ირჩევდნენ. არჩევნების მეიორე ტური 25 ივნისს გაიმართება.