ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა. საღამოს 22 საათისთვის გამოქვეყნდება ეგზიტპოლების შედეგებიც. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად კონსერვატორები, ლეიბორისტები, ლიბერალ-დემოკრატები და შოტლანდიის ნაციონალურიპარტია იბრძვის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ხმები კონსერვატორებსა და ლეიბორისტულ პარტიას შორის გადანაწილდება.