ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციის საკითხები განიხილება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ალაღანიამ განმარტა, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ არსებულ თემებსაც შეეხებიან.
ამასთან, ჯალაღანიას განცხადებით, კლინტონი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლების შესახებ ქარტიასაც განიხილავენ.
"ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულის სტატუსი აქვს მინიჭებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართ და იგი ფაქტიურად აშშ-მ ოკუპანტად და მის ჯარები კი საოკუპაციო ძალებად აღიარა. ეს არის იმ რეალობის ასახვა, რაც ჩვენს ქვეყანაში რეალურად ხდება", - განაცხადა ჯალარანიამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში აღმოსავლეთ ევროპაში ტურნის ფარგლებში 5 ივლისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.