ნიუ იორკში გამართულ „მუმიას“ პრემიერაზე ტომ კრუზმა ფოტოსესია მოაწყო. ფოტოები მან კოლეგების გარდა, თაყვანისმცემლებთანაც გადაიღო. კრუზს ფილმში პარტნიორობას სოფია ბუტელა და რასელ ქროუ უწევენ. სურათის ლონდონური პრემიერა 1 ივნისს მანჩესტერის ტერაქტის გამო გაუქმდა. მაყურებელი კინოთეატრებში „მუმიას“ 9 ივნისიდან იხილავს.